დანიშნულება
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • მაღალი ქოლესტერინი
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • წონის კორექცია
  • ინტოქსიკაცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
  • დივერტიკულური დაავადება
  • ნაწლავთა ბაქტერიული დისბიოზი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • შემადგენლობა

    ორგანული მრავალძარღვას (Plantago ovata) თესლის გარსის უჯრედისი ფხვნილი, ჯელატინი (კაფსულა).

    მიღების წესი და უკუჩვენება

    მიღების წესი: მიიღება 2-3 კაფსულა დღეში კვებებს შორის შუალედში, მინიმუმ 200 გრ წყალთან ერთად.

    უკუჩვევები: არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაწევა. აუცილებელია მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალის დალევა ფსილიუმის მიღების დროს

    ფსილიუმი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს:

    ყაბზობა - ფსილიუმი ამცირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვას, რაც ხელს უწყობს ფეკალური მასების ჰიდრატაციას და დეფეკაციას. აძლიერებს პერისტალტიკას და განაპირობებს ნაწლავების სწრაფ დაცლას, ეხმარება მსხვილ ნაწლავს ფიზიოლოგიური რითმის აღდგენაში!

    ბაქტერიული დისბიოზი - მას ახასიათებს პრებიოტიკული მოქმედება, თრგუნავს დაავადების გამომწვევ მიკრობებს.

    დეტოქსიკაცია - ფსილიუმის ბოჭკოებს გააჩნიათ ფოროვანი, ღრუბლისებრი სტრუქტურა, რომელიც აკავებს ტოქსინებს და გამოდევნის ფეკალურ მასებთან ერთად.

    წონის კორექცია - ფსილიუმი წყალს კარგად იწოვს და ბლანტ მასად გარდაიქმნება, მასა დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს პროდუქტების გლიკემიურ ინდექსს, რაც იწვევს სწრაფ დანაყრების შეგრძნებას ხანგრძლივად.

    დიაბეტი - ანელებს წვრილ ნაწლავში მაღალკალორიული ნივთიერებების შეწოვას. ამით ხელს უშლის სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერლიპიდემიის განვითარებასაც.

    ქოლესტერინის შემცირება - ფსილიუმი ბოჭავს ქოლესტერინს და გამოდევნის ორგანიზმიდან, შესაბამისად, ხელი ეწყობა ქოლესტერინის დონის შემცირებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს!

    სად შევიძინო?

    მობრძანდით ჩვენთან მოლისნის კლინიკაში შეიძინეთ პრეპარატი და გაიარეთ უფასო კონსულტაცია ექიმთან:
    თბილისი, ტაშკენტის ქ.14 (მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი“).
    ტელ: +995 596 00-10-60
    ქუთაისი, 68 თამარ მეფის ქ. (ა.წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარედ)
    ტელ: +995 593 24-29-57
    ბათუმი, ახმეტელის 1, ბინა 1. (ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გვერდით)
    ტელ: +995 511 44-44-20

    შეუკვეთე კურიერს! ისარგებლე საკურიერო მომსახურეობით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
    ტელ: +995 596 00-10-60
    WhatsApp: 598 48-66-11